სერგი კაპანაძე - პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით აჩვენებს, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე ჩაფლავდა და გაკოტრდა, კვლავ ცდილობს, რომ მოიგონოს ახალი მადისკრედიტირებელი ფაქტები წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა ეძებს კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავზებელი ხალხისთვის არ აქვთ და აქ არის ყველაზე დიდი კონტრასტი „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის, „ევროპულ საქართველოსთან“, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ.

ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა თუ როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს, „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია“, -განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო