რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელი - გერმანიაში, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს

არსებული მდგომარეობა ძალიან მაღელვებს, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალი კვირების განმავლობაში, - ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ინფექციური დაავადებების საკითხებში ლოტარ ვიელერმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, გერმანიაში ყოველდღიურად კორონავირუსის 10 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდეს.

„შესაძლოა, ყოველდღე 10 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს,“- აღნიშნა ვიელერმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, აპრილის შემდეგ, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა