გედევან ფოფხაძე - გულგრილობა, რომელსაც ხალხის მიმართ იჩენენ, სახელისუფლებო სტანდარტია

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს პრეტენზია ჰქონდეს რამეზე, ხოლო გულგრილობა, რომელსაც ხალხის მიმართ იჩენენ, სახელისუფლებო სტანდარტია.

ამის შესახებ ფოფხაძემ დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ ყურადღება უნდა მიაქციოს და საცხოვრებელი ფართი დაუკანონოს.

"ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებას, რომელიც 8 წლის მანძილზე იყო ხელისუფლებას გავახსენებთ და დავინახავთ, რამდენად აქვს ხელისუფლებას მორალური უფლება კიდევ ჰქონდეს პრეტენზია რამეზე, მე მიმაჩნია, რომ ის გულგრილობა, რომელიც ამ ხალხს მოექცნენ ეს არის - სახელისუფლებო სტანდარტი, თუ მე ვცდები მაშინ გამოიჩინოს ხელისუფლებამ გულისხმიერება, ერთი დღე იყო საჭირო, რომ ამ ხალხის პრობლემა გადაწყვეტილიყო. არ გამოჩნდება სამ დღეში ხელისუფლება ამ ადამიანებთან? მაშინ ჩვენ ყველა ამ პრობლემის გაერთიანებას მოვახდენთ და დიდ აქციას მოვაწყობთ გამგეობის შენობასთან", - განაცხადა ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს