რელიგიის საკითხთა სააგენტომ და საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირმა „კათარზისის” ბენეფიციარებს დახმარება გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირმა, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარება, 30 ფუთა თბილი ტანსაცმელი, ამჯერად საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისის” ბენეფიციარებს გადასცა, სადაც 450-მდე სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანია გაწევრიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმიწფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირს მსგავსი აქციები მომავალში სხვადასხვა რეგიონებშიც აქვთ დაგეგმილი.

,,კათარზისის“ ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის. „კათარზისს“ ესტუმრნენ, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!