ვიტალი დარასელია - „წითელ ბაღში“ განთავსდება ეკრანი და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველო-ბელორუსის ისტორიულ საფეხბურთო მატჩს უყურონ

,,თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში ვიტალი დარასელია აცხადებს, რომ „წითელ ბაღში“ განთავსდება ეკრანი და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩს უყურონ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „წითელ ბაღში“ ვიტალი დარასელია ფეხბურთის მატჩის გარე ჩვენებას აორგანიზებს.

„წითელ ბაღში“ არსებულ ამფითეატრის ტერიტორიაზე განთავსდება ეკრანი, რომელზეც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველო-ბელორუსის ისტორიულ საფეხბურთო მატჩს უყურონ და ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. გადაწყვეტილება მსგავსი ღონისძების გამართვის შესახებ კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება“,-აღნიშნულია ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო