ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი დოკუმენტები, მათ შორის რუკა, გამონაგონი და ტყუილია

დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები გამონაგონი და ტყუილია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დმეოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„გვინდა გამოვეხმაუროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის აღმოჩენილი რუკა, რომელიც საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია. ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი დოკუმენტები და რუკა გამონაგონია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა