ირაკლი კობახიძე - "ნაციონალური მოძრაობისგან" ნამდვილად არ გვესწავლება როგორია სახელმწიფოებრივი მოქმედება,  საკუთარ საქმეს მიხედონ

როგორი არის სახელმწიფოებრივი მოქმედება, ამ რადიკალური ოპოზიციისგან, „ნაციონალური მოძრაობისგან“, ჩვენ ნამდვილად არ გვესწავლება, თვითონ მიხედონ საკუთარ საქმეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის განმატებით, მიმდინარე გამოძიებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საკითხებთან, რომლებზეც „რადიკალური ოპოზიცია“ საუბრობს. ამასთანავე კობახიძემ აღნიშნა, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა, რათა საზოგადოებამ გაიგოს, ვის რა განზრახვა ჰქონდა.

„არავითარი კავშირი, ბუნებრივია, ამ გამოძიებას არ აქვს იმ საკითხებთან, რომლებზეც საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მითუმეტეს, ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალიან ცუდად აქტიურობდნენ თავის დროზე, როდესაც გააქტიურდა მსჯელობა გარეჯის თემაზე. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი გამოდიოდა გუშინ და ამბობდა, რომ ამ საკითხის წამოწევა არ იყო სწორი, როდესაც ის აქციებს აწყობდა დავით გარეჯთან, მაშინ როცა ამ აქციების ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი. ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, აქედან გამომდინარე, როგორი არის სახელმწიფოებრივი მოქმედება, ამ რადიკალური ოპოზიციისგან, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენ, ნამდვილად, არ გვესწავლება, თვითონ მიხედონ საკუთარ საქმეს. რაც შეეხება გამოძიებას, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო,“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მართლა აქვს თუ არა აღებული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 70-80 მილიონი.

„ვინ იყო ჩართული ამ ყველაფერში, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ არის და ვინ არ არის დასაკითხი. ვისაც შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, ბუნებრივია, ყველა მისცემს ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, ეს არის თანამშრომლობისა და სამართალდამცველების საქმე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ არის ბევრი საეჭვო გარემოება, მაგრამ ჩვენ ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ. როდესაც წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვების დონეზე და სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული საუბრების დონეზე, ვერ მივიღებთ ვერავითარ გადაწყვეტილებას. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე, მათ შორის, იმის დადგენა 70-80 მილიონი აქვს თუ არა სააკაშვილს აღებული,“- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა