თეა ახვლედიანი ჟენევის მოლაპარაკებებზე - იმედი მაქვს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა სამშვიდობო პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების ჩაშლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული მდგომარეობის ფონზე კიდევ უფრო მიუღებელია.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ნეგატიური ქმედება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომით დაზარალებული მოსახლეობის კიდევ უფრო დამძიმებული გამოწვევების დასაძლევად. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ რუსეთი დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი მართავს პირდაპირ დიალოგს ომის შედეგად რუსეთის საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების თემაზე”,- განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი, რომელიც 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რუსეთის ფედერაციის გამო ჩაიშალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო