ირაკლი კობახიძე - ყველა სფეროში გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება. სამხრეთ ოსეთის საზღვრები გაავლეს და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია. მათ გაფუჭებულს ვასწორებთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საზღვრის საკითხთან დაკავშირებითაც უწევს ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ გაფუჭებულის გამოსწორება.

„ყველა სფეროში ასეა, სიღარიბე იქნება, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია, ყველა სფეროში გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, თუმცა, სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოასწორო“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა