პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გარემოს დაცვითი მიმართულების დაფინანსებით უკმაყოფილოა

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გარემოს დაცვითი მიმართულების დაფინანსებით უკმაყოფილოა.

შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა.

„ვხვდებით იმ გაურკვეველ მოცემულობას, რაც პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა, მაგრამ აუცილებელია რაღაც ლოგიკისა და თანმიმდევრულობის ფარგლებში „დავჯდეთ“. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი მნიშნველოვნად შემცირდა. პროპორციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსება 2019 წელს 17% იყო. 2020 წელს 5%-ით შემცირდა და 12-13 პროცენტამდე ჩამოვიდა. წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეს პროპორცია 3%-ით არის გაზრდილი და 15%-მდე ადის. საკანონმდებლო ჩანაწერით არსებობს ვალდებულება საბიუჯეტო ასიგნებების მინიმუმ 5%-ით გაზრდის შესახებ. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია, რომ 2021 წლის მონაცემები 2019 წლის მაჩვენებელზეც ვერ დავსვით. სამინისტროში საკვანძო სტუქტურა გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტია, რომლის ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია და იმ ნიშნულზეც ვერ გავდივართ, როგორიც 2019 წელს იყო. არა აქვს ახსნა, რა შეიძლება იყოს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანხების კლება. ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რათა ყველა მიღებული კანონი აღსრულდეს და პრევენციის მიზნით, გარემოზე მიყენებული ყველა ზიანი დროულად აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გარემოს დაცვითი მიმართულების დაფინანსებით უკმაყოფილოა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა