გრიგოლ ვაშაძე - 23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 23 დღე დარჩა არჩევნებამდე, რომ სახელმწიფოს „არაეროვნული, არაპროფესიონალური და სამარცხვინო ხელისუფლება ჩამოშორდეს“. ამის შესახებ მან ხაშურში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატად ნატო ჩხეიძე წარადგინა.

„23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ისეთ პატრიოტებს, როგორც ივერი მელაშვილია, საპყრობილეში კეტავს. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ დავამთავროთ ოლიგარქიული, ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ამ სახელმწიფოში და საქართველოს მოქალაქეს დავუბრუნოთ იმედი და ნორმალური ცხოვრების პირობები. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ საქართველო აღარასდროს არ აცდეს განვითარების გზას. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ ყველა პატრიოტული ძალა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთად იმყოფება, ყველა გაერთიანებულ ძალას მიეცეს იმის საშუალება, რომ თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახუროს და უპირველს ყოვლისა, გააკეთოს, რაც საქართველოს მოქალაქის შეკვეთაა. ზუსტად ამიტომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ნატო ჩხეიძე“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პარტიის შიგნით იდეოლოგიური განსხვავებები იყოს, მაგრამ მათ ეროვნულობა არასდროს ავიწყდებათ.

„ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ იმაზე საუბარი, რომ თქვენ წარსულში იდეოლოგიური განსხვავებები გქონდათო. გვქონდა, შეიძლება მომავალში კიდევ გვქონდეს, მაგრამ ვიდრე პარტიებში გავწევრიანდებოდით, ჩვენ, ვინც ამ გაერთიანებაში ვართ, გვახსოვდა, რომ პარტიულობამდე ყველა ქართველები ვიყავით მხოლოდ და დღეს გაერთიანების, ქართველობის დროა“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა