მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს, როცა მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომლითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს" 2006-2007 წლებში, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომლითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება, დავით გარეჯი და ის ტერიტორია მოექცეოდა საქართველოს ფარგლებში,- ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯთან მიმართებით დაწყებული გამოძიების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სასარგებლო რუკა არ იდო იმ მაგიდაზე, სადაც საზღვრის დადგენის პროცესი მიმდინარეობდა და ეს რუკა სავარაუდო დამნაშავეებს, ბრალდებულებს აღმოაჩნდათ სადღაც, მათ პირად სივრცეში, თუ სამუშაო კაბინეტში და ისინი ამას მალავდნენ.

„მათ შორის, დაუმალეს გამოძიებას. ეს არის ფაქტი და ამ ადამიანების მხარდასაჭერად დარაზმულია ოპოზიციური მედია და სრულიად პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს „ნაცმოძრაობას", განსაკუთრებით, მისი საგარეო მიმართულების ლიდერები, რომლებიც იმ პერიოდში იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციებს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ გამოკითხვაზე დაიბაროს სალომე ზურაბიშვილი, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი 2006 წელს საერთოდ არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი გამოძიების ფარგლებში საუბარია 2006-2007 წლების მოვლენებზე.

„ამიტომ, ახლა, რაც არ უნდა მოვიფიქროთ, რაც არ უნდა სხვა საკითხები მოვიძიოთ და ისრები სადღაც გადავიტანოთ, ამ ნარატივში არ ჩავჯდებით, იმიტომ, რომ უბრალოდ, ციფრები, რიცხვები, თარიღები და დრო არ ემთხვევა იმას, რაც ვიღაცას უნდა გამოიყვანოს. ახლა უნდათ, სალომე ზურაბიშვილისკენ ისრების გადატანა.

ვერსად წაუვალთ ფაქტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2006-2007 წლებში, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომლითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება, დავით გარეჯი და ის ტერიტორია მოექცეოდა საქართველოს ფარგლებში. იქნებოდა უდაო ფაქტები და მეგობარ ქვეყანასთანაც ასე დალაგდებოდა ურთიერთობა, მაგრამ ეს რუკა ამ მაგიდაზე დადებული არ იყო. ეს რუკა დღეს, გამოძიებამ ბრალდებულებს აღმოუჩინა მათთან ჩხრეკის დროს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს