ვატო შაქარიშვილი დავით გარეჯის საკითხზე - არ აქვს მნიშვნელობა, წინასაარჩევნოა ეს თუ, პოსტსაარჩევნო, მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს

გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა არა იმაზე, რომ სახეზეა მოღალატეობრივი საქმიანობა, არამედ იმაზე, არის თუ არა ეს, წინასაარჩევნო სვლა, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შაქარიშვილი განმარტავს, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი პირის ბრალდებით არ უნდა დამთავრდეს.

„საუბარია უმძიმეს დანაშაულზე, ჩემთვის არ დგას პროკურატურის ნდობა-არ ნდობის საკითხი, საკმარისია ფაქტები - გარეჯის პრობლემა გაღვივდა 2012 წელს და გვახსოვს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კომენტარები, მხოლოდ ეს არის საკმარისი დასტური იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მოღალატეობრივ საქმიანობას ხელისუფლების უმაღლეს შტოებში. ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ქონების ჩამორთმევები, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, საძინებლებში თვალთვალი, უკანონო მოსმენები, თავისუფალი მედიის განადგურება, ტოტალური კორუფცია, მშვიდობიანი მიტინგების დარბევა, სასამართლოს დამონება, ციხეებში პატიმრების არნახული წამება, ბრძოლის ველიდან გაქცევა, სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვა - ამ „შთამბეჭდავ“ ჩამონათვალს ჩვენი ეროვნული საგანძურის - დავით გარეჯის მოღალატეობრივად გაყიდვა დაემატა! სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დამსახურებით ამ ყველაფრის შემოქმედი ორგანიზაცია დღემდე მთავარი ოპოზიციური ძაალაა და ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იღწვის.

მხოლოდ ვინმე ივერით არ მთავრდება პასუხისმგებლობა, როდესაც არსებობს საჯარო მტკიცებულებები, სადაც დღევანდელი „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები (მაშინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები) აკეთებდნენ მოღალატეობრივ განცხადებებს და ამბობდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო...

„ნაცმედია“ ცდილობს პრიორიტეტების აღრევას, პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ეს პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა (მთავარია შედეგი), არამედ, პრობლემა არის ის, რომ ერთი დაკავებული დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას ვატო შაქარიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)