სერგი კაპანაძე - ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მათ არ შეუძლიათ არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და მითუმეტეს, არც კრიტიკის ატანა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებას არ შეუძლია არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და არც კრიტიკის ატანა. ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დავით ზალკალიანის იმ განცხადება ეხმაურება, სადაც მან დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა.

კაპანაძის თქმით, ზალკალიანი ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს თავის თანამშრომელს, რომელიც შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ეხმაურება ელჩის განცხადებას, რომელმაც პრინციპული განცხადება გააკეთა.

„ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია, როდესაც დავით ზალკალიანი ნაცვლად იმისა, რომ თავის თანამშრომელს იცავდეს, რომელიც აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ეხმაურება ელჩის განცხადებას, რომელმაც პრინციპული განცხადება დაიკავა და სწორი და მოქალაქეობრივად გამართული შეფასება გააკეთა.

სრულიად ნათელია ჩემთვის, რომ ზალკალიანი ამ შემთხვევაში ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილს და ზრუნავს იმაზე, ივანიშვილს მასზე რა შთაბეჭდილების იქნება და არა იმაზე, რომ დაიცვას თავისი უწყების პრესტიჟი, დაიცვას თავისი თანამშრომლები და დაიცვას თავისი ქვეყანა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, რაც აუცილებლად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება 31 ოქტომბერს.

ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ თეა წულუკიანი, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ თავის თანამშრომლებს პირდაპირ უწესებს ცენზურას და რამდენიმე მათგანი გაანთავისუფლა კიდეც თანამდებობიდან, ჩვენ ვნახეთ ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ როგორი ნაბიჯები გადადგა, ასევე სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ამიტომ, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მათ არ შეუძლიათ არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და მითუმეტეს, არც კრიტიკის ატანა. ეს არის მარტივი დახასიათება ივანიშვილის ხელისუფლების“, -განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა.

რაც შეეხება გიგიაძის განცხადებას, ელჩი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გიგიაძე აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა