მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი - დღეს რომ განაჩენი დგებოდეს, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე, გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა

დღეს რომ განაჩენი დგებოდეს, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე, უალტერნატივოდ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი, - ასე გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი პროკურატურის შესავალ სიტყვას.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დღეს სუსტი შესავალი სიტყვა წარმოთქვა, რაც დაცვის მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთან, მამულაშილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე სახელმწიფო ბრალდება მხოლოდ დაშვებით საუბრობს.

„ბრალდების მხარე სასამართლოს 20-25 წუთი ესაუბრა და ყველაფერი თქვა გარდა მკვლელობის ბრალდებისა. ბრალდების მხარემ თქვა, რომ ფიზიკურად ისინი პირდაპირ მტკიცებულებებს ვერ მოიძიებდნენ, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენდა. ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ თავად აღიარა, რომ მოსულია არარსებული მტკიცებულებებით და ეს ჩვენთვისაც გასაკვირი იყო, რომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა ასეთი სუსტი იყო. თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში, ამაზე პროკურატურა არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათი მსჯელობა, ვარაუდია და სხვაგვარად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით ეს დაადგინონ, უბრალოდ დაშვებას აკეთებენ, ვინაიდან სხვა ვერსია არ აქვთ, ვინ განახორციელებდა აღნიშნულ დანაშაულს. თუმცა, დანაშაული რომ განხორციელდა, ამაზეც არ უსაუბრიათ. მკვლელობის ნაწილში მხოლოდ დაშვებით საუბრობენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ვინაიდან იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან და თავად უთითებენ, რომ ეს მათი ვარაუდია“, - აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს