ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელი რამ ხდება - სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე რომ პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები!

ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლურად, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ საკითხს ისე, რომ საქართველო- აზერბაიჯანის მეგობრობას, მჭიდრო თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ოპონენტები საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ. ოხანაშვილი მათ ურჩევს "გონს მოეგონ".

„წარმოუდგენელი რამ ხდება, საკუთარი სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რომ პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები! არათუ პოლიტიზირებას ახდენენ, აქეთ ხდება შედავება, როგორ გაბედა ხელისუფლებამ და პროკურატურამ და როგორ დასვეს საკითხი, რომ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესი. წარმოუდგენელია, რომ ასე არ გაინტერესებდეს საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიების ბედი, ან თუ გაინტერესებს და განზრახ აკეთებ, ეს კიდევ უარესი. ასე რომ, იქნებ მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ რა განცხადებებს აკეთებენ, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე რაც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყცელაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ - ჩვენ არაფერი გვაქვს შესადავებელი აზერბაიჯანის მხარესთან, მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. პირიქით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ჩვენს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა, მოხდა დიოლომატიურ ენაზე შეთანხმება, კონკრეტული ინფორმაციის და მასალის გადაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლურად, მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ამ საკითხს ისე, რომ ჩვენს მეგობრობას, მჭიდრო თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს