ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები

სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი 2006 წელს, როდესაც შემოხაზა “სამხრეთ ოსეთის” საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტები, სადაც მათი „დანაშაულებრივი ქმედებები უტყუარად მტკიცდება“.

,,ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე რამ კეთდება. ამ შემთხვევაში ეს ჯერ ვარაუდია, მაგრამ არის სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად დამტკიცებულია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა და ეს არის სწორედ ის საზღვრები, რომლითაც ხელმძღვანელობს ოკუპანტი ქვეყანა ბორდერიზაციის პროცესში. ეს საზღვრები „ნაცინალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს აღადგინა.

სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყაროა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ის ისტერიკა, რაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო