მამუკა მდინარაძე - რუსეთზე საუბარი თუ გნებავთ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“

თქვენი კითხვა შეიცავს რისკის გაღრმავების ელემენტებს, ჩვენ არ უნდა დავძაბოთ ვითარება ძალით, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შედის თუ არა გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება რუსეთის ინტერესებში იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს.

მდინარაძის განცხადებით, თუ რუსეთზე საუბარი გვსურს, მაშინ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ისმის რიტორიკული შეკითხვა, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მიდის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თავდაცვის სამინისტრომ როგორ უნდა იმოქმედოს? უნდა გადასცეს თუ არა ეს ინფორმაცია პროკურატურას? როდესაც პროკურატურაში შედის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება თუ უნდა დაელოდოს არჩევნებს?

თქვენი კითხვა შეიცავს რისკის გაღრმავების ელემენტებს, ჩვენ არ უნდა დავძაბოთ ვითარება ძალით.

საუბარი ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მასთან საზღვრების დადგენას, კონკრეტული ადამიანების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, რომელშიც იკვეთება საქართველოს საუარესო გადაწყვეტილების მიღების მცდელობის ნიშნები და ამ დროს, ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე. რუსეთზე საუბარი თუ გნებავთ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს