„ვითიბი ბანკმა“ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

„ვითიბი ბანკმა“ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, ფეხბურთელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. „ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა ნაკრების ყველა მოთამაშის მინი ქანდაკება, რომელიც სხვა სუვენირებთან ერთად, ფეხბურთელებს გადაეცათ. ასევე, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განახლებაც მოხდა.

„მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გულშემატკივარს შეუძლია, შეიძინოს ატრიბუტიკა ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით, ოფიციალური ეკიპირება და აქსესუარები. ონლაინ მაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის „ვითიბი ბანკის“ ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე წამახალისებელი კამპანია #ჩვენისუპერგმირები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ყოველკვირეულად იდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების „გასუპერგგმირებული“ პორტრეტები. გამარჯვებულები ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჩანთებსა და სხვა სუვენირებს,“- ნათქვამია „ვითიბი ბანკის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა