ევროპის საბჭომ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი ღონისძიება გამართეს

ევროპის საბჭომ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და პრო ბონო, უფასო იურიდიული დახმარების სერვისებზე ისაუბრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარტოხელა მშობლები, განსაკუთრებით COVID 19-ის პირობებში მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამიტომ ევროპის საბჭო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს მარტოხელა მშობლის პრო ბონო, უფასო იურიდიულ წარმომადგენლობას. შეხვედრის დროს საზოგადოებას აღნიშნული ინიციატივის შუალედური შედეგები გააცნეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ და ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენმა.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა კანონმდებლობის კუთხით იმ არსებულ დაბრკოლებებს, რასაც მარტოხელა მშობლები აწყდებიან. შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილებდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი.

პროექტის განხორციელებამ წარმოაჩინა საქართველოში მარტოხელა მშობლების მიმართ არსებული რიგი საკანონმდებლო და სოციო-ეკონომიკური გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სტიგმა, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში. კანონი შესაძლებელია სრულად არ პასუხობდეს არსებულ რეალობას, რის გამოც მარტოხელა მშობლები რჩებიან სტატუსისა და სოციალური სარგებლის გარეშე.

ღონისძიების მიზანს აღნიშნულ საკითხებზე და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზებზე კიდევ ერთხელ მსჯელობა წარმოადგენდა.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ნორვეგიის, ევროკავშირის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, HRTF, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის და ლატვიის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო