სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქ შუშის დაბომბვის გამო, ჟურნალისტების დაჭრის შესახებ იუწყება

მთიან ყარაბაღში, ქალაქ შუშის ეკლესიის დაბომბვის შედეგად, ერთი რუსი ჟურნალისტი დაიჭრა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი იუწყება.

„რუსი ჟურნალისტი, რომელიც ქალაქ შუშში მდებარე მაცხოვრის ეკლესიასთან მუშაობდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ეკლესიის ხელმეორედ დაბომბვის შედეგად დაიჭრა“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ოვანეს მოვსესიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტაძრის დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა. მისივე თქმით, რუსი ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუს ჟურნალისტს ოპერაცია უტარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო