ზაალ უდუმაშვილი - ორი ექსპერტი, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური რეჟიმის მძევლები არიან

ორი ექსპერტი, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური რეჟიმის მძევლები არიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ინტერესებს სწირავს.

„რასაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, პირდაპირი ნიშანია, იმისა, რომ იმისთვის, როგორმე ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას მზადაა გაწიროს ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თუ არა, ერთ თვეში მაინც, ძალიან პატიოსანი ექსპერტები დატოვებენ საპყრობილეს და მათ ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვის ტვინშიც მოიხარშა ეს მახინჯი სქემა“,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო