ავსტრიის პრემიერ-მინისტრი ერევანსა და ბაქოს პირდაპირი დიალოგის გასამართად ვენაში იწვევს

აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების გასამართად საკუთარ ტერიტორიას კიდევ ერთი ქვეყანა სთავაზობს. ავსტრიის კანცლერმა ერევანსა და ბაქოს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა ვენაში შესთავაზა.

სებასტიან კურცი შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც ამ დრომდე გრძელდება და აცხადებს, რომ კონფლიქტი საომარი გზით არ წყდება. ის გამოდის ამ საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით და მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მოლაპარაკებების გაგრძელებას.

„დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მშვიდობიანი გადაწყვეტილების იმედი გამოვთქვი და დავადასტურე ჩვენი წინადადება, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით. ავსტრია ყოველთვის იყო მოლაპარაკებათა ადგილი და კვლავაც დაჟინებით მოვითხოვთ დეესკალაციასა და პირდაპირ დიალოგს“, - დაწერა კურცმა „ტვიტერის“ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო