ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში დამატებითი შესაძლებლობებისა და პრიზების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ Economic Security Program - ის Market acceleration program grant- ი. მათგან სამი სტარტაპი გრანტით დაჯილდოვდება.

„იმფაქთ ჰაბ თბილისი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოსთან ერთად გამარჯვებული სტარტაპებისთვის აწესებს Startup Fellowship "Orange"- ს. შეირჩევა 6 სტარტაპი, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიიღებს ჰაბის საწევროს, რაც გულისხმობს სამუშაო სივრცით 24/7 სარგებლობას, ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებთან კონტაქტების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,, ნექსია თიეი“ გამოავლენს ორ რჩეულ სტარტაპს და საჩუქრად გადასცემს შემდეგ მომსახურებებს: გუნდის ორი წევრისთვის ტრენინგი "ნექსია" აკადემიაში საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე, GITA - ში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება 1 წლის განმავლობაში.

შეთავაზება გამარჯვებულ ოცეულს: ბუღალტრული მომსახურება სპეციალურ ფასად - 300 ლარი ( დღგ-ს გარეშე), GITA - თვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება უფასოდ გრანტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Ernst and Young -მა დააწესა სტარტაპების ბიზნეს მოდელზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ტრენინგები მეოთხე კატეგორიის საწარმოების ინსტრუქციის მიხედვით.

Sweeft Digital – ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის ინვესტირებას მოახდენს.

ტექნოლოგიური კომპანია UGT შეარჩევს ხუთ სტარტაპს, რომლებიც შეძლებენ ისარგებლონ Azure DevOps ხელსაწყოებით და UGT Cloud-ის Azure Stack ის ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გამოყოფილი რესურსით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდში 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს