პროკურორი - რუკა, რომლითაც თითქოს, ბრალდებულებმა იხელმძღვანელეს, არ არის შედგენილი კარტოგრაფიაში არსებული წესების დაცვით - ვერ გამოდგება საზღვრის კონკრეტული ხაზის გახაზვისას

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, რუკა, რომლითაც თითქოს ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ იხელმძღვანელეს, არ არის შედგენილი კარტოგრაფიაში არსებული წესების დაცვით და ეს დოკუმენტი ვერ გამოდგება საზღვრის განსაზღვრისას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განმარტა, 70-80-იან წლებში გამოცემული რუკები საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარს შეცვლილი მდგომარეობით ასახავს.

„ჩვენ გამოძიებისას საექსპერტო კვლევა საქართველოში ამ სფეროს წარმომადგენელი ყველაზე ცნობილი პროფესიონალების, სხვადასხვა პროფესორების მიერ ჩავატარეთ. ეს შეფასება ამ სფეროს ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მხრიდან გაკეთდა და არა პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების ან პოლიტიკოსების მხრიდან. რუკა და მითუმეტს მონახაზი, მასშტაბით 1 სმ 500 00 სმ-თან გამოსადეგარია კარტოგრაფიაში კონკრეტული საზღვრის ხაზის გავლების დროს. ის რუკა, რომლითაც თითქოს ბრალდებულებმა იხელმძღვანელეს, არ არის შედგენილი კარტოგრაფიაში არსებული წესების დაცვით. მასზე არც არის დატანილი არცერთი გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც შეიძლება საწყის წერტილად ჩაითვალოს. მაგალითად, რომელიმე დასახლება, სიმაღლე, მდინარე და ა.შ. მასზე არსებული კორდინატთა ბადე რეალურ კორდინატებთან შეუსაბამოა. ეს დოკუმენტი ვერ გამოდგება საზღვრის კონკრეტული ხაზის გახაზვისას. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება რაც უნდა გავითვალისწინო, 70-80-იან წლებში გამოცემული რუკები ასახავს საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარს შეცვლილი მდგომარეობით და არა იმას, რაზეც ორივე მხარე უმაღლესი ორგანოების დონეზე ერთობლივად შეთანხმდა“, -განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა