ნატალია ილიჩოვა - დიდი ხანია კომისიაში ვართ და არცერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ - ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს

ჩვენ ძალიან დიდი ხანია კომისიაში ვართ და არცერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ილიჩოვამ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრა.

"თუკი, როგორც ამბობენ, ჩვენ გვაქვს ორასიათასიანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივართ 1929 წელში, ამ დოკუმენტში კი საუბარია, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე. როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მასალები, გაუკვირდათ რატომ გვქონდა ამდენი მასალები, ამდენს ვსწავლობდი მასალებს და ამიტომ მქონდა. რომ არ მქონოდა, შეიძლება, არასათანადოდ შემესწავლა. ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი, შეგიძლიათ შეადაროთ ძველი რუკა და ახალი, თანამედროვე რუკა და ნახავთ, რომ იქ, იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. ჩვენ გვაქვს უკეთესი რუკები, ის არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ეს ვარაუდია?", -განაცხადა ილიჩოვამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა