აჭარაში მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფციარი გამოჯანმრთელდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაიგეგმა სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება.

აჭარაში იკვეთება ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება და სტაბილიზაციის ტენდენცია. დღეს გამოჯანმრთელდა 230 პირი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1200-მდე PCR ტესტი, გამოვლინდა დაინფიცირების 230 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდნენ და საკუთარ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდნენ მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფიციარი. აჭარაში 2700-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულების პაციენტების მისაღებად. ყოველდღიურად თავისუფალია 60-დან 100-მდე საწოლი.

„გვაქვს სასიხარულო და სასიამოვნო ინფორმაცია, გამოჯანმრთელდნენ და თავიანთ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდნენ მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფიციარი. რეგიონში ყოველდღიურად იზრდება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა.

რეგიონში კვლავ ეპიდემიოლოგიურად საყურადღებო ვითარებაა და აუცილებელია იმ ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კლების დინამიკა უნდა დავიცვათ ყველა მოწოდება, რომელიც არის არაერთხელ გაჟღერებული",- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოყო ორსული ქალებისა და კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ოჯახების საკვები პროდუქტები, საკვები დანამატები და ჰიგიენური საშუალებები, ისინი ამ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა