კახა კალაძე - ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს

გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს ,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბელარუსთან გამარჯვებას.

"ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!

იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.

მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა",- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა