ივერი მელაშვილი - დაინტერესებული ხართ, რომ ხმაურიანი საქმე გახსნათ და ამ საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, ბოლომდე ვიბრძოლებ!

დაინტერესებული ხართ, რომ ხმაურიანი საქმე გახსნათ და ამ საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, - ამის შესახებ საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

"ვერ ვხვდები, პროკურატურა რა შუაშია, რომ ამ დეტალებს იხილავს. თუ საჭიროება არსებობს, რომ რაღაცის განხილვა მოხდეს, კი ბატონო, მაგიდასთან სპეციალისტების თანდასწრებით მოხდეს. არ შეიძლება, თეთრზე იძახო ყავისფერიაო, ან ეს სჯობს იმასო. ვინ გითხრათ, რომ ჯობს? სად იყვნენ ეს ექსპერტები ან ის პირები? ვილაპარაკოთ ამაზე გინდა მაგიდასთან და გინდა ისე, მაგრამ თუ მე ამისთვის ციხეში გამიშვებთ და იმას ალაპარაკებთ, რაც გაგიხარდებათ იმას, ვიტყვი, რომ არ ხართ სიმართლის დადგენით დაინტერესებული. დაინტერესებული ხართ იმაში, რომ ხმაურიანი საქმე გახსნათ და ამ საზიზღარი ბრალდებით გამიშვათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, არსად გამქცევი არ ვარ, არსად წამსვლელი არ ვარ, გინდა ჩამსვით, გინდა გარეთ ვიყო, ის ვარ, რაც ვარ", - განაცხადა მელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა