ივერი მელაშვილის ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ, ივერი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

„რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებას, ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა მოსამართლემ. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელბთ ბრლადებულების შემდგომ დაცვას, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან ამ საქმეში“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო