ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - მოლოდინი არ გვაქვს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის, მაგრამ აუცილებლად, გავასაჩივრებთ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოსამართლემ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც პროკურორს უნდოდა და არა ის, რაც სამართლებრივად იყო დასაბუთებული.

„პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი არგუმენტი ამ საქმეში არ არსებობდა, მაგრამ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც არის. აუცილებლად გავასაჩივრებთ. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო ამას შეცვლის, მაგრამ ჩვენ ამ უფლებას მაინც გამოვიყენებთ. მოსამართლემ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორს უნდოდა და არა ის, რაც სამართლებრივად იყო დასაბუთებული და შესაძლებელი“, - აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა