ისტორიკოსი - დემარკაცია ვერ მოხდება, ვიდრე საზღვრის 100% არ იქნება დადგენილი - ადამიანებში სტრესი გამოიწვია ინფორმაციამ, რომ რაღაც გაიყიდა, ამაზე აქცენტის გაკეთება, პროკურატურის მხრიდან, სწორი არ იყო

დიდი სტრესი გამოიწვია ადამიანებში ინფორმაციამ, რომ რაღაც გაიყიდა და ამაზე აქცენტის გაკეთება, პროკურატურის მხრიდან, სწორი არ იყო , - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ლადო მირიანაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც მან დავით გარეჯზე საუბრისას აღნიშნა, საზღვრის დადგენის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, რადგან ჯერჯერობით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის 100% დადგენილი არაა. მისივე შეფასებით, პროცესის დაჩქარება არჩევნებს უკავშირდება.

„ მგონია, რომ ეს რაღაც წინასაარჩევნო სვლა იყო. პროცესები დააჩქარეს და ისე, რომ სამხილები ბოლომდე არ აქვთ და საკითხი არაა შესწავლილი, ეს ადამიანები გარკვეული პერიოდი უნდა ამყოფონ ციხეში.

გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერჯერობით საზღვრის 70%-მდეა დადგენილი. დემარკაცია ვერ მოხდება, ვიდრე საზღვრის 100% არ იქნება დადგენილი. ესაა წინასწარი შეთანხმება. დიდი სტრესი გამოიწვია იმ ინფორმაციამ ადამიანებში, რომ რაღაც გაიყიდა და ამაზე აქცენტის გაკეთება, პროკურატურის მხრიდან, რომ რაღაც დაიკარგა, სწორი არ იყო. ეს ისეთი მონაკვეთებია, რომლებიც შეიძლება დაკარგულიყო თუ ეს შეცდომა დროულად არ იქნებოდა აღმოჩენილი, თუ ეს არის შეცდომა. მე მეეჭვება, რომ ეს განზრახ ჩადენილი დანაშაული ყოფილიყო. სადელიმიტაციო კომისია სერიოზული ორგანოა, სადაც ბევრი საპატივსაცემო ადამიანი მუშაობს და არ მგონია ორ პიროვნებას ასე თავხედურად განეზრახა. ეს შეიძლება იყოს შეცდომაც, მაგრამ ესეც მეეჭვება, რადგან ამ ადამიანების კომპეტენცია ძალიან მაღალია“, - აღნიშნა ლადო მირიანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა