დეკანოზი საბა ჭიკაიძე - მამა კირიონმა სთხოვა ღარიბაშვილს, ღარიბაშვილმა მიმართა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, მან თავისი კავშირებით რუკის ორიგინალი მოიძია

დეკანოზ საბა ჭიკაიძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ორიგინალი რუკის მოძიებისთვის მამა კირიონმა დახმარებისთვის თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა, რომელიც საკითხით დაინტერესდა.

როგორც მამა საბამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდება დავით ხიდაშელს, რომელმაც თავისი კავშირებით რუკის ორიგინალი მოიპოვა.

„როდესაც მამა კირიონმა და ამ საკითხით გულანთებულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ რუკის ასლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ გადიოდა საზღვარი, სადაც ჩვენს რუკაზეა მითითებული, ორიგინალი რუკის მოძიების აუცილებლობა გახდა საჭირო. შემდეგ უკვე, მამა კირიონმა სთხოვა ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასევე ძალიან დაინტერესდა ამ თემით და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მან თავისი კავშირებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი, რომელიც ნამდვილად ორიგინალია და ნამდვილად ორმხრივად ხელმოწერილია. დანარჩენი რუკების თუკი რაიმე დამოწმებული ასლი არსებობს, დამოწმებულია სწორედ ორიგინალთან. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია არა მხოლოდ დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საზღვრის დასადგენად, რადგან ამ რუკაზე დადგენილია მთელი საქართველოს საზღვარი“,-აცხადებს მამა საბა ჭიკაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა