დონალდ ტრამპის ექიმი - პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და შეუძლია, საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და ამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

ექიმ შონ კონლის თქმით, პრეზიდენტი მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა.

"შაბათს პრეზიდენტის დიაგნოზის დასმიდან 10 დღე გადის. მე ველოდები, რომ პრეზიდენტი იმ დროისთვის საზოგადოებრივ საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდება," - აღნიშნა თეთრი სახლის ექიმმა.

ცნობისათვის, კომისიამ, რომელიც მეორე საპრეზიდენტო დებატების ორგანიზებას ახორციელებს, გუშინ განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს მაიამიში დაგეგმილი დებატები შესაძლოა დისტანციურ რეჟიმში გაიმართოს, ვინაიდან დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მას ვირტუალურ დებატებში მონაწილეობისთვის დროის გაფლანგვა არ სურს.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და შეუძლია, საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა