გერმანიაში კორონავირუსის 4 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 314 660-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, გუშინ რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ინფექციური დაავადებების საკითხებში ლოტარ ვიელერმა განაცხადა, რომ გერმანიაში, ბოლო დროს ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა შემაშფოთებელია და შესაძლოა, ვირუსის გავრცელება უკონტროლოც გახდეს.

„შესაძლოა, ყოველდღე 10 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს,“- აღნიშნა ვიელერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა