მთიან ყარაბაღში შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია უცვლელია, ორმხრივი ცეცხლი და საარტილერიო ბრძოლები ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ინტენსიური შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი არმან დერმეიანი და რამდენიმე სომეხი სამხედრო მოსამსახურე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს