სოფელ კუმისში „თიბისის“ მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა

სოფელ კუმისში „თიბისის“ მხარდაჭერით რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, საწარმოს დამფუძნებელი ფერმერი ჯემალ ფალავანდიშვილია.

„თიბისის“ მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.

თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ჯემალ ფალავანდიშვილი ყველის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს.

„რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდე რეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა, რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები, მაქვს ფერმა, სადაც 30 სული საქონელი მყავს და ხშირად მექმნებოდა რძის ჩაბარების პრობლემა. საწარმოს ამუშავებით, მე ვფიქრობ, ადგილობრივებსაც მოუგვარდებათ რძის რეალიზაციის პრობლემა და მომხმარებელს კი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას მივაწვდით,“ - განაცხადა რძის საწარმოს დამფუძნებელმა და დირექტორმა ჯემალ ფალავანდიშვილი.

საწარმო რძეს მეზობელი სოფლების ფერმერებისგანაც შეიძენს. სამომავლოდ კი, დაგეგმილია წარმოების გაფართოება და პასტერიზებული რძის და ხაჭოს ნაწარმის გამოშვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო