კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია