სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე არასამთავრობოებს  ტრენინგი ჩაუტარა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას „ერთად არჩევნებისთვის“ საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე, დისტანციური ტრენინგი ჩაუტარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, სასწავლო კურსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები მაია დემეტრაშვილი და ლილი ტანიაშვილი უძღვებოდნენ.

„ტრენინგის ფარგლებში ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც საარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან, გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს.

მიღებული ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და პრევენციაში დაეხმარებათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. მათ შორის, სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე უკვე გადაამზადა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ოპერატორები; გამოყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას; შეიმუშავა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც დააკვალიანებს ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ სუბიექტებს/პირებს და მათ პერსონალური მონაცემების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებაში დაეხმარებათ.

აღნიშნული პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესების დროს პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვას აქტიურად დააკვირდება და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდენს დროულ რეაგირებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს