მარინა ენდელაძე - ამჟამად ყველაზე საშიშია თბილისი და უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსახლეობის მხრიდან „რეგულაციების არ დაცვამ და გაუფრთხილებლობამ“ გამოიწვია.

მარინა ენდელაძის თქმით, ეპიდვითარების გათვალისწინებით ამჟამად ყველაზე საშიშ რეგიონს თბილისი წარმოადგენს.

„ყოველდღე ვამბობთ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამჟამად ყველაზე საშიშია თბილისი და უნდა მოვახერხოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები“, - განცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გახლავთ 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 6 პაციენტია მძიმე, ერთი კრიტიკული, რომლის მდგომარეობაც შედარებით გაუმჯობესებულია, ველოდებით ახალ პაციენტებს“, - განაცხადა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე. ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ახლა ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია - მარინა ენდელაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო