გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების - არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების, არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ბრალდებულემა მიიღეს.

როგორც გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ბრალდებულს სასამართლოს მიმართ უნდობლობა აქვს და სურს მისი საქმე საზოგადოებამ განიხილოს.

"ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს ნდობა, რომ მათ მივანდოთ ამ საქმის განხილვა. გვინდა, საქმე საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება არჩილ გაგნიძესთან მიმართებაში. გურამ ამირხანაშვილი ცრუ მოწმეა, ის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ჩვენებებს ცვლის, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე საუბრობს", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

სასამართლოს უნდობლობას უცხადებს კიდევ ერთი ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი. მისი ადვოკატის, შოთა კახიძის განმარტებითაც, რევაზიშვილს სურს მისი საქმე არა სასამართლომ, არამედ საზოგადოებამ განიხილოს.

"ეს არის ნიკა რევაზიშვილის გადაწყვეტილება. თუ აქამდე, საზოგადოების ინფორმირება საქმის გარემოებების შესახებ მედიის მეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა უკვე საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაიხედონ უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში და თავად განახორციელონ რეალური მართლმსაჯულება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უხხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და გვსუსრს საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს ცრუ მოწმე გური ამირხანაშვილი მსხვერპლად", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქემზე დაკავებულ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. ბრალდებულების ნაწილს გური ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს