სერგი კაპანაძე - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული, ამ არჩევნების მერე ისინი ციხეში არ იქნებიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული.

კაპანაძის შეფასებით, ხელისუფლებამ ილიჩოვა და მელაშვილი პატიმრობაში თავისი პოლიტიკური მიზნების სისრულეში მოსაყვანად დატოვა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ როგორ დატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპატიმროში ორი ძალიან პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. დატოვა საპატიმროში ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომელსაც არ გააჩნია არა თუ იურიდიული შინაარსი, არამედ მორალური ასპექტი საერთოდ. ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვეს ერთადერთი მოტივაციით, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები მოიყვანონ სისრულეში და ისევ და ისევ წინასაარჩევნოდ რაღაც გაუგებარი რამ დააბრალონ წინა ხელისუფლებას. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ იურიდიული თვალსაზრისით. ეს ძალიან დიდი დარტყმაა არამარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროს რესპუტაციაზე, დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე დავით გარეჯთან დაკავშრებით მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ითანამშრომლონ რუსეთთან და ისეთ ძალებთან , რომელთა ინტერესი საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და რუსეთის გაძლიერებაა საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ეს ეს არის თემა, რომელიც თავის დროზე დაძრა „პატრიოტთა ალიანსმა“. ეს გამოძიება კი არის გამოძიება, რომელიც ეფუძნება რუსეთიდან მიღებულ სრულიად გაუგებარ მასალებს, რომელსაც არანაირი იურიდიული შინაარსი არ გააჩნია და რის გამოც ადამიანის დაპატიმრება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ამ „იურიდიულ აბსურდში“ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად იქნება დასჯილი.

„ჩვენ „ევროპულ საქართველო“, საზოგადოებას, ამ ორ ადამიანს და მათ ოჯახის წევრებს ვპირდებით, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ არჩევნების მერე ისინი ციხეში არ იქნებიან. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ იურიდიულ აბსურდში და მართლაც უნამუსო გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად იქნება დასჯილი. „ევროპული საქართველო“ არის მომხრე იმისა, რომ არ იყოს შურისძიება და პოლიტიკური დევნა, მაგრამ ეს კონკრეტული საკითხი სცილდება შურისძიების და პოლიტიკურ თემას, ეს არის კონკრეტული საკთხი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გადაწყვიტეს ორი უდანაშაულო ადამიანის გაწირვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა