რომან გოცირიძე - სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია?! გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი!

სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია?! გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების ეს მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი! ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დადგმული წინასაარჩევნო აქცია.

"ის, რაც გარეჯთან დაკავშირებით ხდება - 2 მეცნიერის დაპატიმრება, ეს არის ქვეყნის ღალატი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიერ. ამ თემით სპეკულირება, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა ხდება და ამათთვის ადამიანი არაფერი არ არის, ჭანჭიკია როგორც საბჭოთა კომუნისტების დროს . ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინაადეგოდ. სად არიან მეცნიერები? სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია, მუქთამჭამელი ხალხი, 20 წლის განმავლობაში რომ მხოლოდ ხელფასს იღებენ და ღირებული არაფერი შეუქმნიათ, ხრავენ ბიუჯეტს, გამოვიდეს ერთი აკადემიკოსი და თქვას, რომ მეცნიერების დევნა არის საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთი, გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების ეს მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი. ან სად არიან კოლეგა კარტოგრაფები?! მეცნიერებს გმირობას ნუ მოვთხოვთო - ასე იციან თქმა, ეს საბჭოთა კავშირის დროს მიგაყენებდნენ, დაგხვრეტდნენ და ვინ არის ივანიშვილის მოფამფალებული, საწყალი რეჟიმი, ყველაზე დიდი გაგაგდონ სამსახურიდან და ეს ერთ თვეში დამთავრდება. დღეს ვინც დუმს, უღირსად იქცევა. ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები წინასაარჩევნოდ მსხვერპლად შეწირული ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ყველა დაისჯება, პირველ რიგში ისინი, ვინც ამას აფორმებენ დოკუმენტურად - ნაძირალა მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებენ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა