კახა კალაძე - რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

როგორც კახა კალაძემ ონში, რაჭის მოსახლეობასთან "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, ონის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის კარგი წინაპირობაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ და ძალიან ვაფასებთ.

ამავდროულად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივსაცემოა,

ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია.

მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა ადამიანმა ისარგებლა.

ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ სახელმწიფოს მხარდაჭერით და თანადაფინანსების რომ სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

ბუნებრივია, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ, არსებობს გამოწვევები, რომელიც თქვენ წინაშე დგას და რომელთა დაძლევა ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. ამ ყველაფერში, თითოეული თქვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. მჯერა ერთიანი ძალისხმევით ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს აწუხებს. ჩვენ, არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია თუ როგორ შეგვიძლია ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებებს. 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ეს სრულიად საქართველოს ეხება. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,ეს იქნება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“