სერგი კაპანაძე - ივანიშვილი ცდილობს შეაგულიანოს თავისი მომხრეები, თითქოს ყველაფერი კარგად არის და ისინი იმარჯვებენ

„ივანიშვილი ცდილობს, რომ შეაგულიანოს თავისი მომხრეები, თითქოს ყველაფერი არის კარგად და ისინი იმარჯვებენ”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ რეიტინგთან დაკავშირებით. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას კარგავს.

„ივანიშვილის ეს წერილი არის დაახლოებით იმ გამოსვლის მსგავსი, როდესაც 2018 წელს, პირველ და მეორე ტურებს შორის გამოვიდა და წაშლილი სახით მიმართა საზოგადოებას. როგორც ჩანს, ახლა სახეს მალავს იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს მას შექმნილი. ყველა რეიტინგი აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა მოდის ქვემოთ. სწორედ ამის გამოა, რომ ისინი ისეთ ნაბიჯებს დგამენ, როგორიცაა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება და რაღაც საქმეების შეთითხვნა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ მათ ძალიან უჭირთ და იმ პირობებში, როდესაც ძალიან უჭირთ ისევ და ისევ ცდილობენ, რომ ნაცად ხერხს მიმართონ. ივანიშვილი ცდილობს, რომ შეაგულიანოს თავისი მომხრეები, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და ისინი იმარჯვებენ. მათ ძალიან კარგად იციან რიცხვების კითხვა, ვინ ვინ და ივანიშვილმა ნამდვილად იცის რიცხვების კითხვა და კარგად იცის, რომ ისინი ვერ აგროვებენ საკმარის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მარტომ გააგრძელონ მართვა და ასევე იციან, რომ არავინ არ არის მზად იყოს მათთან კოალიციაში. აქედან გამომდინარე, ისინი კარგავენ ხელსიუფლებას. ივანიშვილის ასეთი წერილი კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაზე დარდობენ და ძალიან სწორად დარდობენ იმიტომ, რომ ეს არის ბოლო რამდენიმე კვირა, როდესაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არის ძალიან დიდი სიღარიბე, 800 000 ადამიანი არის უმუშევარი, რამდენიმე ათასი ადამიანი არის უკიდურეს სიღარიბეში და მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს დღეში სამ ლარზე, იმ პირობებში, როდესაც ვალი არის კატასტროფულად გაზრდილი, იმ პირობებში, როდესაც ლარი გაუფასურდა ისე, როგორც არასოდეს და იმ პირობებში, როდესაც გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ივანიშვილი გვეუბნება , რომ მას მხარს უჭერს 10-დან 6 ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც მას უთქვამს და ჩვენ კარგად ვიცით, მას აქვს ტყუილების ძალიან მდიდარი ისტორია. არ არსებობს ისეთი საქართველო, სადაც 10 ადამიანიდან 6 მხარს უჭრს ივანიშვილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა