გერმანიამ საქართველოს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი გადასცა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხუთი სასუნთქი აპარატი გადასცა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას 7 ოქტომბერს გადასცა.

ფირმა „დრეგერის“ (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა