აჭარაში დაწესებული რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, მომავალი კვირიდან დადგეს

აჭარაში დაწესებული რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, მომავალი კვირიდან დადგეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.

“ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში გაკეთა 2000-ზე ტესტი. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შეზღუდვას ბათუმში შესაბამისი შედეგები გამოიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ეს გავძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დადგეს ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის უფრო კონკრეტული გეგმით შემდეგ კვირაში წარვსდგებით. პირველ რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

იხილეთ ვიდეო: როდიდან მოიხსნება აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები?

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის