ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს კონცეფციას - “სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი”

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს კონცეფციას - “სასამართლო სისტემის რეფორმორების პირველი 10 ნაბიჯი”.

დოკუმენტის მიხედვით, პარტიები თანხმდებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდადემოკრატიული წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე.

კონცეფციაში გაწერილია 10 ძირითადი საკითხი, რაზეც პოლიტიკური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ითანამშრომლებენ, მათ შორის, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტი მიიღებს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუციას. ამასთან, უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეთანხმებაში წარმოდგენილია ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლოში კლანური მმართველობა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით.

“მართლა ძალიან ველოდებოდი, რომ შემდგარიყო ეს ხელმოწერა არჩევნებამდე იმიტომ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც მეც პირადად ვიმუშავე. რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა სამუშაო პროცესი, რათა შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული, როგორ უნდა შეიცვალოს მართლმსაჯულების სისტემა და აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომელიც გვჭირდება ყველას, ვინც მომავალში ვაპირებთ ამ რეფორმაზე ვიმუშაოთ, რომ შევთანხმდეთ და ეს იყოს საჯაროდ გაცხადებული ხედვა, როგორ ვცვლით სასამართლოში კლანურ მმართველობას თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო