სოზარ სუბარი - სამგორის რაიონში უკვე დაიწყო ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი

სამგორის რაიონში უკვე დაიწყო ავარიული ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროცესი, ვარკეთილის მესამე მასივში 3 ჰექტარზე უკვე მიმდინარეობს 7 540 კვმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ეს პროცესი სამგორის რაიონის ყველა უბანს შეეხება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ოცდამეთერთმეტე ქარხანასთან არსებულ სკვერში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

სოზარ სუბარი ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, რაიონში მოძველებული ლიფტების, შიდა გზების და გარე განათების პრობლემებია.

სოზარ სუბარის თქმით, მოძველებული ლიფტების საკითხი უკვე მუშავდება თბილისის მთავრობასთან ერთად და მალე დაიწყება ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება. მისივე განცხადებით, პირველადი გათვლებით თბილისის მასშტაბით ამორტიზირებული ლიფტების ჩანაცვლებისთვის 220 000 დოლარია საჭირო.

აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს