გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ არჩევნებში

ეს განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ არჩევნებში,- ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მსგავსი განცხადებებით მათ ამომრჩევლის შენარჩუნება სურთ.

“ასეთი ხელოვნური განცხადებებით უნდათ, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნონ. ნახავთ, რომ მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი იმიტომ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება, მანიპულაციები, მოტყუებები, უამრავი ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. ხალხს უნდა აღმშენებლობა. არჩევანი მარტივია - ფულის მკეთებელთა გუნდი, ივანიშვილის გუნდის სახით და საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშნებელის“ სახით”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ივანიშვილის თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს